ქართული სიმღერის რუსული გუნდი მოსკოვში კონცერტს გამართავს

გუნდი, რომლის წევრებმა ქართული ენა არ იციან, შეასრულებს კომპოზიციებს ქართული საეკლესიო საგალობლებიდან
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ქართული სიმღერის რუსული გუნდის კონცერტი მოსკოვში, ჩერიომუშკების რაიონში მდებარე წმინდა ნინოს ტაძარში 29 დეკემბერს გაიმართება, ნათქვამია რუსეთში ფედერალური ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის ვებგვერდზე.

ლენი კრავიცის კონცერტის ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღეში დაიწყება >>

ბათუმში ნაძვის ხე აღარ აანთეს და კონცერტიც გააუქმეს

აღსანიშნავია, რომ გუნდის წევრებმა ქართული ენა არ იციან. თუმცა ამას მათთვის ქართული გალობის საფუძვლების შესწავლაში ხელი არ შეუშლია. გუნდის შექმნის ინიციატორი და დამფუძნებელი შოთა მუშკუდიანია.

კონცერტი რუსულ-ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.

წმინდა მოციქულთასწორი ნინოს ხის ტაძარი ჩერიომუშკებში 2016 წელს ააგეს. გახსნის დღიდან ტაძარი ათასობით მორწმუნეთათვის საყვარელი ადგილად იქცა. აქ ხშირად ტარდება სასულიერო, სამოქალაქო და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

დიდ დღესასწაულებზე ეკლესია ყველა მორწმუნეს ვერ იტევს. ამიტომ გადაწყდა, ხის ტაძრის ადგილას დიდი ქვის ტაძარი აიგოს.