ყვითელი ამბები

ნანუკა ჟორჟოლიანმა მშობლების ნიშნობის სურათი გამოაქვეყნა - ნახეთ ვის ჰგავს ჟურნალისტი

პოპულარულმა ჟურნალისტმა მშობლების მორიგი ფოტო გამოაქვეყნა. ჟურნალისტის დედ-მამა ახალგაზრდობაში შეუდარებლად გამოიყურება. თავად შეადარეთ, ვის უფრო ჰგავს ტელეწამყვანი?
Sputnik

ნანუკა ჟორჟოლიანი მაღალი რეიტინგითა და ცნობადობით გამოირჩევა. მის ოჯახის წევრებს კი, საზოგადოება კარგად იცნობს, ვინაიდან სოციალურ ქსელში გაწევრიანებული ადამიანები ნანუკას თვალ-ყურს ინტენსიურად ადევნებენ. ჟურნალისტი, თავის მხრივ დიდი აქტიურობით გამოირჩევა. მშობლებს, არამხოლოდ პირადად, არამედ ვირტუალურ სივრცეშიც ულოცავს- ქორწინების წლისთავებსა და დაბადებიდ დღეებს. ამჯერად, ცნობილმა ტელეწამყვანმა მშობლების ნიშნობის სურათი Instagram- ის ოფიციალური გვერდის „სთორიზე“ გამოაქვეყნა და როგორც ყოველთვის დიდი გამოხმაურება და მილოცვები მიიღო.

ცნობილი ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრებით გამოირჩევა. ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი სივრცე დიდი ხანია განხილვის საგანია. ნანუკა ჟორჟოლიანი ბევრი ადამიანის საყვარელ სახედ იქცა. ინდივიდუალიზმი, განსაკუთრებული ხმის ტემბრი და ცხელი წერტილებიდან გაშუქების უნარი ნანუკას დამახასიათებელი ნიშნებია. მან სრულიად ახალი ფურცლიდან დაიწყო ახალი გადაცემის წაყვანა, როდესაც „რუსთავი 2“ დატოვა. გადაცემას „სხვა ნანუკა“ ჰქვია. მასში სოციალური თემატიკა დომინირებს. ცნობილი სახე ბევრს მოგზაურობს და საკუთარ თავთან ჰარმონიას სწორედ მოგზაურობისას განიცდის.

ყველამ იცის, რომ ნანუკას დიდი და წარმატებული ოჯახი ჰყავს. თავად კი, სკანდალური განცხადებებითა და სამოქალაქო აქტივობით გამოირჩევა. ბოლო დროის მანძილზე, მისი უფროსი ქალიშვილი- მარიამ გეგუჩაძე სამოქალაქო პასუხისმგებლობით განთქმული არანაკლებ ინტერესს იწვევს. ნანუკას ორი შვილი ჰყავს- მარიამი და საბა. მიუხედავად იმისა, რომ საბა მამასთან დაშორებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ნანუკამ შეძლო და პრობლემებს სხვაგვარად შეხედა, შემდეგ კი საკუთარი მაყურებლები გააერთიანა და ბევრ ადამიანს დაეხმარა.

ექსტრავაგანტული ჟურნალისტი ბევრი ადამიანის ყურადღებას მარტივი ხერხით იქცევს. მისი შვილები, პირადი ცხოვრება და ოჯახის წევრები მუდმივი განხილვის საგანია. ჟორჟოლიანი ენერგიით და განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოირჩევა და ამიტომ მისი ახალი გადაცემა, რომელიც სულ რამდენიმე დღეში შექმნა, აქტუალური პირველივე პირდაპირი ეთერიდან გახდა. მას ორი ყოფილი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. განსაკუთრებით სკანდალური, რთული და ხმაურიანი ურთიერთობა ერეკლე კოდუასთან ჰქონდა. ოჯახის დანგრევის შემდეგ მისი ცხოვრება დეპრესიებმა და აკვიატებულმა, პანიკურმა ფიქრებმა მოიცვა, რის გამო ჟურნალისტი ფსიქოტროპული წამლებით მკურნალობდა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ხმამაღლა არაერთხელ ისაუბრა საკუთარ გადაცემასა თუ სხვა თოქ-შოუებში. მას მერე არაერთი ჰობი აითვისა და ახლა ბედნიერებას ასხივებს. ამაში მისი თითოეული Instagram-ის „სთორი“ და სხვადასხვა ფოტო-ვიდეო დაგარწმუნებთ. „ბედნიერება დეტალებშია“ – ნანუკა ის ადამიანია, რომელიც ამ დევიზით ცხოვრობს.