ირაკლი კაკაბაძე: ამ ამბიდან მეორე დღეს მაცხოვრის ხილვა მქონდა

ირაკლი კაკაბაძე იხსენებს შემთხვევას, რომელიც ბათუმში გადახდა, როცა ჩხუბის დროს დაჭრეს და შემდეგ კი დიაბეტით დაავადდა. 
Sputnik

 

ირაკლი კაკაბაძე: ამ ამბიდან მეორე დღეს მაცხოვრის ხილვა მქონდა
„მე და ჩემი მეუღლე დღესაც ძალიან ვმეგობრობთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს. ბავშვს პრაქტიკულად ერთად ვზრდით. როცა პირველად დამჭრეს დიაბეტი მაშინ დამემართა. ჩემს ძმაკაცს ერთი გოგო უყვარდა, ვიღაც ბიჭი დასდევსო და მთხოვა: ჩავიდეთ ბათუმში და საქმე გავარჩიოთო. ბათუმში ჩხუბი მოხდა, მაშინ ჯიბეში დანა მედო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა დანა მქონდა. იმ ბიჭებიდან ერთი თბილისელი იყო და სწორედ მან დამარტყა. ვერც ვიგრძენი, რომ დაჭრილი ვარ, რადგან ჩხუბში ამას ვერ გრძნობ. როცა დავიხედე ყველაფერი წითელი იყო. მაშინ ერთმა ღვთისნიერმა კაცმა მანქანა გააჩერა, ჩამაგდეს და პირდაპირ საოპერაციოში წამიყვანეს. ამ დაჭრის მერე როცა გამეღვიძა დედაჩემი დავინახე. თვრამეტი ნაკერი მედო მუცელზე“-ამბობს ირაკლი კაკაბაძე სატელევიზიო გადაცემაში.

მწერალი ირაკლი კაკაბაძე გადაცემაში იხსენებს: „მეორე დღეს ხილვა მქონდა: მაცხოვრის გამოსახულება იყო. მან პირდაპირ მითხრა: ამის მერე დანას ან იარაღს არ ჩაიდებ, ეს გაფრთხილება იყოო, ამ შემთხვევის შემდეგ პაციფისტი და ომის მოწინააღმდეგე გავხდი.“