ნახეთ რა სახალისო საჩუქარი აჩუქა Secret Santa-მ გიგი უგულავას – პოლიტიკოსი ფოტოს აქვეყნებს

ახალი წელი ახლოვდება და საქართველოში ძალიან პოპულარული Secret Santa-ც ეშხში შედის. მასში დიდიან-პატარიანად ყველაა ჩართული, როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკოსებიც...
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ აღნიშნული საჩუქარი „სეკრეტ სანტასგან“ მიიღო. ფოტოზე აღბეჭდილია ჯილდო, რომელსაც აწერია „ყველაზე ძლიერი ძიუდოისტი 2019“. როგორც უგულავა წერს, სანტამ მისი მიღწევები აშკარად დააფასა სპორტში.

სანტას საჩუქარი დეკემბრის დასაწყისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება, რომელზეც გიგი უგულავას საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე, ძიუდოისტი ბადრი გავაშელაშვილი დეპუტატს ცემის გამო უჩივის.

ინციდენტის ოთხი მონაწილიდან ორს ბრალდებულის სტატუსია მიენიჭა, ორს კი დაზარალებულის. დაზარალებულად ცნეს გოკა გაბაშვილი, ბრალდებულად კი გიგი უგულავა. გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის აეროპორტში ორი ადამიანი თავს დაესხა. მისი თქმით, შემთხვევა საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში მოხდა.