კახა კალაძე: ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე გვაქვს და ღირებულება სრულიად შეესაბამება ხარისხს

თბილისის მერი კახა კალაძე საახალწლო ნაძვის ხეზე და სადღესასწაულო დეკორაციებით უკმაყოფილო ოპოზიციის წევრებზე საუბრობს.
Sputnik
კახა კალაძე: ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე გვაქვს და ღირებულება სრულიად შეესაბამება ხარისხს
„ოპოზიცია ისეთ ფსკერზეა, მათი მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი. თუმცა, არ მეგონა, ახალი წელიც თუ პოლიტიზირებული იქნებოდა. ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე გვაქვს და ერთ-ერთი საუკეთესო საახალწლო განათება. ოპოზიციის გაბოროტებულმა წევრებმა რამდენიც არ უნდა ეცადონ, თბილისი არის ერთ-ერთი საუკეთესოდ გალამაზებული ქალაქი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ნაძვის ხის ღირებულება სრულიად შეესაბამება ხარისხს.