ყვითელი ამბები

ნახეთ ვინ არის კაცი, ვისგანაც ნინო სურგულაძე ტყუპებს აჩენს – ფოტოები

ნინო სურ­გუ­ლა­ძის პოსტს „ფე­ის­ბუქ­ზე“ უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. წყვილს ულო­ცა­ვენ და ბედ­ნი­ე­რე­ბას უსურ­ვე­ბენ. ნინო სურ­გუ­ლა­ძე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გარ­და, ქველ­მოქ­მე­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.
Sputnik

მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მეცო-სოპ­რა­ნოს ნინო სურ­გუ­ლა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ახ­ლეა – ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი მალე დედა გახ­დე­ბა. ის ტყუპებს ელო­დე­ბა, რომ­ლე­ბიც გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­ბა­დე­ბი­ან.

მას შემ­დეგ, რაც სურ­გუ­ლა­ძემ ახა­ლი ამ­ბა­ვი ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რის“ დი­ლის გა­და­ცე­მა­ში გა­ამ­ჟღავ­ნა, სა­კუ­თა­რი „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. ოპე­რის მომ­ღერ­ლის რჩე­უ­ლი იუ­რის­ტი გი­ორ­გი ინწკირ­ვე­ლია. ის ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტი­სა და მეც­ნი­ე­რის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის გივი ინწკირ­ვე­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია.

ნინო სურგულაძე: ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ეს იყო უდიდესი ერთგულება

უც­ნო­ბია, რო­დის და­ი­წყო წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, თუმ­ცა ახლა მათ ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ხა­რუ­ლო სი­ახ­ლეა და მალე ისი­ნი მშობ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან. ნინო სურ­გუ­ლა­ძის პოსტს „ფე­ის­ბუქ­ზე“ უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. წყვილს ულო­ცა­ვენ და ბედ­ნი­ე­რე­ბას უსურ­ვე­ბენ. ნინო სურ­გუ­ლა­ძე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გარ­და, ქველ­მოქ­მე­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. 42 წლის მეცო-სოპ­რა­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ნატ­ვრის ხე" ეხ­მა­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

ნინო სურ­გუ­ლა­ძემ გა­სუ­ლი რვა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ოთხმო­ცამ­დე ბავ­შვს აჩუ­ქა სი­ცო­ცხლე – ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ფი­ნანსდა და ჩა­უ­ტარ­და ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი. ამას გარდა, "ნატ­ვრის ხის" ფონდმა დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ათა­სამ­დე ოჯახს.