მსოფლიო დღეს

საერთაშორისო სააგენტომ ესტონეთის პოლიციას შუამდგომლობით მიმართა

სააგენტოს იურიდიული კონსულტანტის თქმით, პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო სამსახურის გადაწყვეტილება შუამდგომლობასთან დაკავშირებით 30 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-მ ესტონეთის პოლიციას მიმართა შუამდგომლობით, გადაიხედოს სანქციები Sputnik-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ, იუწყება „Sputnik–ესტონეთი“ სააგენტოს შეფ-რედაქტორზე ელენა ჩერიშევაზე დაყრდნობით. 

სიტყვის თავისუფლება ესტონურად: Sputnik-ის თანამშრომლებს შესაძლოა ბრალი წაუყენონ

შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ Россия сегодня არ შედის ევროკავშირის სანქციების სიაში, რომლის გამოც ესტონეთის ხელისუფლება იმუქრება კიდეც სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით Sputnik-ის ადგილობრივი ბიუროს თანამშრომლების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩამონათვალში შესულია სააგენტოს გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი, ესტონეთის კანონმდებლობაში ნათქვამია, რომ სანქციები შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც პირდაპირ არიან მოხსენიებული ჩამონათვალში, აღნიშნულია მიმართვაში.

„მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ России сегодня-ს ქონება და აქტივები რუსეთის ფედერაციის კონტროლქვეშაა და არა გენერალური დირექტორისა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ითხოვს, რომ RAB-მა (Rahapesu Andmebüroo -  ფულის გათეთრების შესახებ ინფორმაციის ბიურო) შეამოწმოს სანქციების გამოყენების საფუძვლები России сегодня-ს მიმართ“, — ნათქვამია მიმართვაში.

გარდა ამისა, იქვე აღნიშნულია, რომ სააგენტოს თანამშრომლებს უკვე გაფორმებული აქვთ შრომითი ხელშეკრულებები Россия сегодня-სთან, ამიტომ მათი შემდგომში არგაგრძელების ვალდებულება „უადგილოა“.

სააგენტოს იურიდიული კონსულტანტის თქმით, პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო სამსახურის გადაწყვეტილება შუამდგომლობასთან დაკავშირებით 30 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. ამის შემდეგ კიდევ 30 დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება სასამართლოში საჩივრის შეტანა, თუ ამის საჭიროება დადგება. ამასთან, იურისტს გაუჭირდა შეფასების მიცემა გადაწყვეტილების პერსპექტივისთვის და ეს იმით ახსნა, რომ ესტონეთში მსგავსი საქმეების პრაქტიკა არ არსებობს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „Sputnik–ესტონეთის“ თანამშრომლებმა პირდაპირი მუქარის შემცველი წერილები მიიღეს ქვეყნის სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის დეპარტამენტიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2020 წლის 1 იანვრამდე არ შეწყვეტენ თანამშრომლობას სათავო ორგანიზაციასთან – საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-სთან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება. აღნიშნული ქმედებების საფუძვლად დასახელებულია სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა 2014 წლის 17 მარტს დაუწესა მთელ რიგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „Sputnik–ესტონეთის“ გარშემო შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მხარი დაუჭიროს Sputnik-ის მუშაობას სხვა ქვეყნებში. თავად Россия сегодня-სა და ტელეარხ RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა კი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს მიმართა და მოუწოდა, არ დაუშვას ჟურნალისტების დაპატიმრება.