თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველო-სომხეთის საზღვარზე ნარკოტიკის კონტრაბანდა აღკვეთეს, იუწყება „Sputnik-სომხეთი" სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტზე დაყრდნობით.
საქართველოში 9 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურეს>>
ინციდენტი სომხეთის ტერიტორიაზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ბაგრატაშენზე" მოხდა. მებაჟეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესული ავტომობილი შეამოწმეს. მის საბარგულში 516 აბი ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრენორფინი" აღმოაჩინეს. ნარკოტიკი კანფეტების ყუთებში იყო მოთავსებული.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ავტომობილის მფლობელი და კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. არ არის დაზუსტებული, დაკავებულები რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან.