ანუკი არეშიძე ახალი წლის მშვენიერ დღეებს ოთხ შვილთან ერთად ატარებს. როგორც ჩანს, გადატვირთულმა გრაფიკმა სასიამოვნო რუტინა ჩაანაცვლა და ახლა დიზაინერი შვილებთან ერთად სახლში ისვენებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სოციალური ქსელის ოფიციალური გვერდის „სთორები“ შექმნილი სამოსებისა და ფეხსაცმლის ფოტოებითაა გადატვირთული, დიზაინერმა ამჯერად შვილების სურათების გამოქვეყნებაც გადაწყვიტა. თბილისის მერისა და დიზაინერის შვილები განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებიან. მათი გარეგნობა გულგრილს არავის ტოვებს.
მოდური წყვილი საჯარო სივრცეებში ერთად ხშირად ჩნდება. მათ მიმართ მუდმივი ინტერესი კი არ წყდება. კახა კალაძის ვიდეოგანცხადებები და ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი სამოსი ადამიანების ყურადღების ცენტრშია. თითოეული მათგანი საკუთარი მოღვაწეობის სფეროსა და პროფესიულ ჭრილშია წარმატებული. წყვილი ოთხ ვაჟთან ერთად ინტენსიურად მოგზაურობს. კახა კალაძე და ანუკი არეშიძე შვილებს დიდ ყურადღებას აქცევენ მიუხედავად იმისა, რომ სახლში დიდხანს არ არიან.
წარმატებული ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე და თბილისის ყველაზე მოდური მერი კახი კალაძე უმცროს ვაჟს ნიკოლას ერთ წლამდე საგულდაგულოდ მალავდნენ. მათ მეოთხე ვაჟი – ნიკოლა 2018 წლის 4 სექტემბერს შეეძინათ. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერი – 7 წლის, ვაჩე კი – 5-ის. ბიჭები ერთმანეთზე ზრუნავენ და სიყვარულს არ მალავენ. კახა კალაძის პოლიტიკური კარიერიდან გამომდინარე შვილებთან ურთიერთობისთვის ნაკლები დრო რჩება. მიუხედავად ამისა, ყველა კარგად ხედავს, რომ ოჯახი თავს იყრის საზღვარგარეთ სხვადასხვა მდიდრულ კურორტებსა თუ ევროპის გამორჩეულ ქალაქებში.
ნიკოლას ფოტოებს მონათვლამდე არ აქვეყნებდნენ, ახლა კი ანუკი და კახა უმცროსი ვაჟის სურათების გამოქვეყნებას თავს აღარ არიდებენ. შეუდარებელი ბიჭუნები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.