ყვითელი ამბები

„უსექსობა, ორგაზმის არქონა, არასწორი პარტნიორი...“ –მოდელი ნეგატიურობის მიზეზებს ასახელებს

ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვანი და მომხიბლავი იმიჯით გამოირჩევა. რამდენიმე პროფესიის მქონე მოდელი კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოქცეულა. მისი სოციალური ქსელის მიმდევრები კრიტიკას ამჯერადაც ვერ მალავენ.
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მოდელი ე.წ. ქალურობის განადგურების შესახებ წერს. მისი თქმით, პირველი ფაქტორი არასასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობაა. კაცს შეუძლია ეს გადალახოს და, პირიქით, გაძლიერდეს კიდეც, ქალებს – პირიქით, ეს ანგრევს ენერგეტიკულად.

მეორე – სამსახურია, რადგან მოდელს მიაჩნია, რომ ცუდია ნებისმიერი სამუშაო, რომელსაც სიამოვნება არ მოაქვს. ფსიქოლოგები ამას „კაცურ“ სამუშაოს ეძახიან ხოლმე, ქალი ემოციურად გაღიზიანებული თუ ბრუნდება სახლში, ე.ი. რაღაც შესაცვლელია.

„კონფლიქტები, კამათები, ჩხუბები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, ჩვენივე ქალღმერთისთვის. დაამატეთ ელემენტარული, კრემის წასმა, მასაჟი, განტვირთვის წუთები, სარკეში ტკბობა, მასტურბაცია. უსექსობა, ორგაზმის არქონა, არასწორი პარტნიორი, დაუკმაყოფილებელი სექსუალური ფანტაზიები, ხშირად ყველაფერი ნეგატიურის თავი და თავია. აღადგინეთ და გაზარდეთ თქვენი ქალღმერთული ენერგია. ცვლილებები მომწერეთ. ხომ იცით გგულშემატკივრობთ. მონიშნეთ დაქალები. გაავრცელეთ თუ გამოგადგათ“, – წერს ალექსანდრა.

ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვანი და მომხიბლავი იმიჯით გამოირჩევა. რამდენიმე პროფესიის მქონე მოდელი კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოქცეულა. მისი სოციალური ქსელის მიმდევრები კრიტიკას ამჯერადაც ვერ მალავენ. ალექსანდრამ ზუგდიდის ერთ-ერთი ულამაზესი სასტუმროს აივნიდან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. მზის ჩასვლა და მოდელის მოხდენილი მოძრაობები ბევრმა ადამიანმა მოიწონა, განსაკუთრებით კი, მამრობითი სქესის წარმომადგენლები აქტიურობდნენ.

უჩვეულო და უცხო ფოტოსესიებით გამორჩეული ფოტომოდელი სკანდალებს არ უშინდება. მისი ყოველი ახალი ფოტო ახალ სალაპარაკოს აძლევს ადამიანებს. გარდა სალაპარაკო თემისა, ალექსანდრამ განსხვავებულ ხერხს მიმართა, რომელმაც მის გარშემო თავმოყრილი ადამიანები მეტად დააინტერესა. ყოველი პოსტი გამორჩეულად ლამაზი ფილოსოფიური ან საკუთარი გამოცდილებით შეძენილი ფრაზებით გახადა. საქართველოს ულამაზეს კუთხეებსა და ტრადიციულ კერძებს პოპულარიზაციას უწევს. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრა თვეების მანძილზე ქვეყნიდან შორს, ცხელ დუბაიში ერთ-ერთ ქართულ რესტორანში მუშაობდა. ახლა კი სოციალურ ქსელს სხვადასხვა ბრენდის გასაპიარებლად იყენებს.