კახა კალაძე: საახალწლო დღესასწაულები 13 იანვრამდე ყოველდღიურად გაგრძელდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი წლის დღეებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და წარმოდგენების ლოკაციებზე ისაუბრა.
Sputnik
კახა კალაძე: საახალწლო დღესასწაულები 13 იანვრამდე ყოველდღიურად გაგრძელდება
„ყოველდღე იქნება შესაძლებელი მობრძანდეთ საახალწლო სოფელში, სადაც დღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდე გელოდებათ სხვადასხვა საინტერესო კონცერტები, წარმოდგენები, მულტფილმების გმირები. ქალაქში პირველი რესპუბლიკის მოედანი და ორბელიანის მოედანი იქნება ორი ლოკაცია, სადაც სხვადასხვა ტიპის საახალწლო ღონისძიებები გაიმართება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, საახალწლო დღესასწაულები პირველი რესპუბლიკის მოედანსა და ორბელიანის მოედანზე 13 იანვრამდე გაგრძელდება.