ხანძარი შიდა ქართლში: ცეცხლი ტყეს ანადგურებს

შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ ორმოცთან ტყეში გაჩენილ ხანძართან ბრძოლაში დამატებითი ძალები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.
Sputnik

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე უწყვეტ რეჟიმში ოთხი რეგიონის – შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ორასამდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ხანძრისგან დაზიანებული ტერიტორიის ფართობის შესახებ მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ადგილზე შექმნილია შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.

ამ დროისათვის ხანძართან ბრძოლა ისევ გრძელდება.