საახალწლო საქართველო: როგორ გაანათეს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე

Sputnik

მოედანზე ათასობით ადამიანი მივიდა. იქვე გაიმართა საზეიმო კონცერტი. ნაძვის ხის განათების შემდეგ გაუშვეს ფეიერვერკები. შთამბეჭდავი სალუტები ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან ჩანდა.

წლევანდელი ნაძვის ხე საზოგადოების ნაწილს არ მოეწონა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უპასუხა შეკითხვაზე – ღირდა თუ არა ეს ნაძვის ხე მართლა მილიონი ლარი და საჭირო იყო თუ არა მისი მილანიდან ჩამოტანა. კახა კალაძემ მომავალ წელს ნორვეგიიდან ბუნებრივი ნაძვის ხის ჩამოტანის პირობა დადო.

სადღესასწაულო ილუმინაციებისა და დეკორაციების შესაძენად თბილისის მერიამ 2,8 მილიონი ლარი გადაიხადა.

ახალი ნაძვის ხე, რომელიც 25 მეტრის სიმაღლისაა, დედაქალაქს 304,8 ათასი ევრო დაუჯდა, ახალი მანათობელი კონსტრუქციები და სხვადასხვა აქსესუარები – 525 ათასი ევრო.

1 / 14
პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხი გაანათეს
2 / 14
თუმცა ნაძვის ხე ყველას არ მოწეონა. მერს მოუწია კონცერტზე სიტყვით გამოსულიყო და ჟურნალისტების კრიტიკული შეკითხვებისთვის ეპასუხა
3 / 14
მომავალში კახა კალაძემ თბილისისთვის ნორგვეგიიდან ცოცხალი ნაძის ხის ჩამოტანის პირობა დადო. რაც შეეხება ახლანდელს, კალაძემ აღნიშნა, რომ მისი ბუნებრივთან მიმსგავსება სურდათ
4 / 14
ღონისძიებაზე საახალწლო შოუ გაიმართა
5 / 14
პირველი რესპუბლიკის მოედანზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი
6 / 14
მაყურებლის წინაშე მოცეკვავეთა სხვადასხვა ჯგუფები წარდგნენ
7 / 14
ცერემონიის დროს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
8 / 14
ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში გაანათეს
9 / 14
ახლა შეიძლება ითქვას, რომ საახალწლო ზეიმი უკვე დაიწყო!
10 / 14
თბილისის მერიამ საკუთარ გვერდზე ფეიერვერკისა და ნაძვის ხის ფოტოები გამოაქვეყნა
11 / 14
მერიამ ასევე გამოაქვეყნა საახალწლოდ მორთული თავისუფლების მოედნის სურათი
12 / 14
და საახალწლო ქალაქის ფოტოები, სადაც დღესასწაულზე გასართობი ღონისძიებები გაიმართება
13 / 14
მერიამ ასევე გამოაქვეყნა რუსთაველის გამზირის სურათები, სადაც წელს ახალი ილუმინაციები დამონტაჟდა
14 / 14
რუსთაველის გამზირი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება - ქალაქის მაცხოვრებლები და სტუმრები ხშირად იღებენ ფოტოებს და აქვეყნებენ სოციალურ ქსელში