ტრაგედია ქობულეთში: ავარიას ხუთი ახალგაზრდა ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, ათი მეტრი სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაქვისთავში ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, ათი მეტრი სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.

საშინელი ავარია თბილისში: დაიღუპა ერთი და დაშავდა 14 მგზავრი

ხუთი გარდაცვლილი მოქალაქე სამაშველო სამსახურმა უკვე ამოიყვანა ავტომობილიდან. არსებული ინფორმაციით, ხუთივე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. თვითმხილველების განცხადებით, სავარაუდოდ, ოთხი გარდაცვლილი პირი ტურისტია, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება. მასმედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ორი სკოლის მოსწავლეა.

ისინი უკვე გადაიყვანეს პროზექტურაში. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი იდენტიფიკაცია. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.