საქართველოში გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა

კომისიამ თბოელექტროსადგურებისთვის 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბერამდე პერიოდისთვის გარანტირებულ სიმძლავრეზე ახალი ტარიფებიც დაადგინა.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ქვეყნის გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფს გადახედა, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

კერძოდ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის" ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ახალმა ტარიფმა შეადგინა 1,895 თეთრი ერთ კუბომეტრზე. ტარიფი ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვარს და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

გაძვირდება თუ არა საქართველოში ბუნებრივი აირი

წინა ტარიფი ერთ კუბომეტრზე 1,87 თეთრს შეადგენდა.

კომისიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება გაზის სამომხმარებლო ტარიფზე არ იმოქმედებს.

„თბილისი ენერჯის" (ყოფილი „ყაზტრანსგაზ-თბილისი“) აბონენტები 2019 წლის 1 იანვრიდან ერთ კუბურ მეტრ გაზში 46,139 თეთრს იხდიან, Socar-ის აბონენტები – 49,5 თეთრს, ხოლო „საქორგაზის" – 50,02 თეთრს.

გარდა ამისა, კომისიამ თბოელექტროსადგურებისთვის 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბერამდე პერიოდისთვის გარანტირებულ სიმძლავრეზე ახალი ტარიფები დაადგინა.

საქართველოს თბოელექტროსადგურებისთვის ახალი ტარიფები გარანტირებულ სიმძლავრეზე

სადგურიახალი ტარიფი (ლარი დღე-ღამეში)ძველი ტარიფი (ლარი დღე-ღამეში)
შპს „ჯიფაუერი"47,89847,720
შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგური"404,214383,971
შპს „მტკვარი ენერჯი"77,3377,121
შპს GIEC ბლოკი №325,15920,006
შპს GIEC ბლოკი №427,44421,811

კომისიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე არ იმოქმედებს.

რა შემთხვევაში არ გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი: თურნავამ პირობა დაასახელა

დღეისათვის თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 14,5435 თეთრია. ტარიფი აბონენტთათვის, რომლებიც 101-დან 301 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 18,5555 თეთრია. ხოლო 301 კვტ/სთ და მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის — 23,0395 თეთრი.

სამომხმარებლო ტარიფი საქართველოს რეგიონებში აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 14,237 თეთრია. ტარიფი აბონენტთათვის, რომლებიც 101-დან 301 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 18,213 თეთრია. ხოლო 301 კვტ/სთ და მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის — 22,733 თეთრი.