საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგის ჟენევის ფორმატით უკმაყოფილოა

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინა იმის მაგალითად მოიყვანა, როგორ შეიძლება რუსეთთან დიალოგის წარმართვა პოლიტიკურ საკითხებზე
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს და რუსეთის პოლიტიკური დიალოგის ჟენევის ფორმატი ტექნიკურ შეხვედრებად იქცა, მაშინ როდესაც საჭიროა დიპლომატიის ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენება, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხზე გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ყველაფერი მისაღებია, გარდა ომისა" – საქართველოს პრემიერი >>

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან აღარ არსებობს. საქართველომ ის მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გაწყვიტა.

„ჩვენ ვართ სადღაც გაჩხერილი ამ ტექნიკურ ფორმატებში, რომელსაც ვაგრძელებთ, მაგრამ არაფერი იცვლება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამას მოწმობს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე, რომელიც ცხინვალის რეგიონში „საზღვრის უკანონ გადაკვეთის“ გამო დააკავეს. ბიუროკრატებს არ შეუძლიათ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, რომლებსაც ქართული მხარე ელოდება.

„არაფერი იხსნება" – რუსეთის ინტერესთა სექცია საქართველოში რუსული ცენტრის შესახებ

„მე ჩემი გამოცდილებიდან, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მხოლოდ ორი რამე ვიცი – ან ომი, ან დიპლომატია, რომ  საკითხი გადაწყვიტო. მესამე გზა არავის გამოუგონია. ჩვენ მესამე გზით მივდივართ იმ მხრივ, რომ ვთხოვთ ჩვენ მეგობრებს, მათ გამოიყენონ თავიანთი დიპლომატიური შესაძლებლობები ჩვენ სასარგებლოდ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის მნიშვნელობას, რათა მათ რუსეთთან საუბრისას ყოველ ჯერზე წამოწიონ კონფლიქტებთან დაკავშირებული საქართველოს პრობლემები.

რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წარმართვის მაგალითად ზურაბიშვილმა უკრაინა მოიყვანა.

კარასინი: საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში პოზიტიური თემები ვეძებოთ >>

„ვუყურებთ, როგორ იცვლება მსოფლიო. ყველა ყველასთან საუბრობს, ყველა ყველასთან დიალოგში არის და ჩვენ ვართ ერთგვარ იზოლაციაში... ამავე დროს, არ ვთქვით უარი, თუმცა რეალურად არ ვსარგებლობთ ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტით. ამ დროს ვხედავთ, რომ ქვეყანა, როგორიც მაგალითად უკრაინაა, მზად არის, გამოიყენოს ყველა საშუალება, რაც არსებობს“,  – აცხადებს პრეზიდენტი.

იგეგმება თუ არა გახარიასა და პუტინის შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნორმანდიული ფორმატის ტიპის შეხვედრების მომხრეა.

„მაგალითად, მე ვიტყოდი, რომ თუ საშუალება იქნება, იყოს ნორმანდიის ტიპის ფორმატი, სადაც საქართველო თავის პარტნიორებთან ერთად იქნება, რადგან მარტო მოლაპარაკებების ძალა ჩვენ არ გაგვაჩნია, ვინაიდან შედეგიანი რომ იყოს მოლაპარაკება, არ უნდა იყო იმ არათანასწორ მდგომარეობაში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ დიალოგი დათმობას არ ნიშნავს.

„მინდა, კიდევ ერთ რამეს უთუოდ ხაზი გავუსვა, რაც ამ ქვეყანაში ზოგჯერ კარგად არ ისმის, რომ არც დიალოგი და არც მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.