ყვითელი ამბები

ქეთა თოფურიას სახლის ჩუსტებმა საზოგადოება შოკში ჩააგდო – მათი ღირებულება 131 ათასი რუბლია

ქეთამ "ლუი ვიტონის" ჩუსტები შეიძინა და ეს ამბავი ინსტაგრამის სთორიში ატვირთა. მათმა ფასმა საზოგადოებაში შოკი გამოიწვია. თბილი და მოდური „ფაჩუჩები“ 131 000 რუსული რუბლი ღირს.
Sputnik

მომღერალი ქეთა თოფურია, გარდა იმისა, რომ ნიჭიერი მუსიკოსია, ძალიან კარგი გემოვნებითაც გამოირჩევა. ცოტა ხნის წინ მომღერალმა, რომელსაც საკმაოდ წარმატებული საკუთარი ტანსაცმლის ხაზი აქვს, „ლუი ვიტონის“ ჩუსტები შეიძინა და ეს ამბავი Instagram-ის „სთორიში“ ატვირთა. მათმა ფასმა საზოგადოებაში შოკი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ თბილი და მოდური „ფაჩუჩები“ 131 000 რუსული რუბლი ღირს, რაც ჩვენებურად 5895 ლარს შეესაბამება.

ჯგუფ A'Studio-ს ქართველ სოლისტს მოსკოვში, ქალაქის ცენტრში ორი ბინა აქვს. პირველი, რომელიც ამერიკაში ცხოვრების დროს ჰქონდა შეძენილი, მუქ ფერებშია გადაწყვეტილი. აღსანიშნავია, რომ ორივე საცხოვრებლის დიზაინერ-არქიტექტორი ლეილა ქავთარაძეა. მიუხედავად ამისა, სახლების დიზაინი ისე განსხვავდება, თითქოს დიზაინზე ორმა სხვადასხვა ადამიანმა იმუშავა.

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სკანდალური ცხოვრებითაა ცნობილი. ამჟამად მთელი რუსეთის ყვითელი პრესა მის მესამე პარტნიორს განიხილავს. მომღერალს ერთი ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ჰყავს. პატარა გოგონას გაზრდაში ქეთას დედა ეხმარება.

ახალი წელი ახალ მოლოდინებთან არის დაკავშირებული. ოლივია დედას გასტროლების დასრულებას ხშირად ელოდება. როგორც ქეთას „სთორებით“ ირკვევა, დედა-შვილი საუკეთესო დროს ერთად ატარებს. უახლეს ფოტოზე ქალიშვილი ოლივია დედის სახლში ყოფნით ძალიან ბედნიერია და ემოციებს ვერ მალავს.