შოთა არველაძე - სეზონის შედეგებით უზბეკეთის საუკეთესო მწვრთნელია

შოთა არველაძის თაოსნობით „პახტაკორმა“ უზბეკეთის ჩემპიონატი მოიგო და ქვეყნის თასისა და ლიგის თასის მფლობელი გახდა
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. ტაშკენტის „პახტაკორის“ ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე სეზონის ბოლოს უზბეკეთის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, აღნიშნულია ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

არველაძემ „პახტაკორთან" ერთად უზბეკეთის ლიგის თასი მოიგო >>

46 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით „პახტაკორმა“ უზბეკეთის ჩემპიონატი მოიგო, ასევე ქვეყნის თასის და ლიგის თასის მფლობელი გახდა.

„ჩემთვის პატივია ამ ნომინაციაში გამარჯვება. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს და, კერძოდ, მის მფლობელ ბობურა შოდიევს. შესანიშნავი სეზონი იყო - საუკეთესო ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. ვამაყობ იმ შედეგებით, რომლებსაც მიმდინარე წელს მივაღწიეთ“, - განაცხადა არველაძემ დაჯილდოების ცერემონიაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ „პახტაკორი“ პირველი კლუბია უზბეკეთში, რომელმაც ერთ სეზონზე სამი ჯილდო მოიგო.

არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ „А3“-ში ლუი ვან გალას ასისტენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „კაისერისპორთან“, „კასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ - იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „პახტაკორს“ ჩაუდგა სათავეში.