პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია ყველა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები საახალწლო ღონისძიებაზე – პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე მიიწვია.

საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია 25 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება. 

ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

„მინდა მოვიწვიო ყველა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა. მოდით, რაღაც დროით გვერდზე გადადეთ თქვენი პოლიტიკა. მოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი სიტყვებით, დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით, 12:00-დან 24:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი იფუნქციონირებს. იქნება თეატრალური დადგმები, კონცერტები და გასართობი ღონისძიებები.