საზეიმო ფეიერვერკი თბილისის თავზე: როგორ აინთო საქართველოს მთავარი ნაძვის ხე

თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე 25 დეკემბრის საღამოს საზეიმო ვითარებში აანთეს საქართველოს მთავარი ნაძვის ხე. იხილეთ Sputnik-საქართველოს კადრებში, თუ რა ხდებოდა ღონისძიებაზე
Sputnik

მოედანზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ადგილზე ასევე გაიმართა კონცერტი. მას შემდეგ, რაც ნაძვის ხე აინთო, ცაზე სალუტების ზალპები გამოჩნდა. შთამბეჭდავი ფეიერვერკი ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან ჩანდა.

ქალაქის ქუჩების საახალწლოდ მოსართავად მერიამ 2,8 მილიონი ლარი გამოყო. ეს ხარჯები დაიხარჯა განათებებზე, დეკორაციასა და მთავარ ნაძვის ხეზე.

ახალი ნაძვის ხე, რომელიც 25 მეტრის სიმაღლისაა, დედაქალაქს 304,8 ათასი ევრო დაუჯდა, ხოლო მანათობელი კონსტრუქციები და სხვადასხვა აქსესუარები - 525 ათასი ევრო. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ასევე განთავსდა საახალწლო სოფელი, სადაც შესაძლებელი იქნება დასვენება და გართობა ნებისმიერი მსურველისათვის.