რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე

გასულ წელს ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის „ლოკომოტივის" მოთამაშე საბა კვერკველია იყო.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ბელგიის „გენტის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია. ამის შესახებ იუწყება ავტორიტეტული გერმანული სატრანსფერო სააგენტო Transfer Markt.

სააგენტოს შეფასებით, ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება 9 მილიონი ევროა.

გიორგი ჩაკვეტაძე საფეხბურთო მოედანს რვათვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა>>

ჩაკვეტაძე „გენტში" 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში ნახევარმცველმა 50 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირში, გაიტანა შვიდი გოლი და გააკეთა 11 შედეგიანი გადაცემა. გიორგი დაახლოებით რვა თვის განმავლობაში იშუშებდა ტრავმებს და მხოლოდ დეკემბრის დასაწყისში შეძლო მოედანზე დაბრუნება.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ტოპ-ათეული

Nფეხბურთელიკლუბიქვეყანატრანსფერის ღირებულება. ევრო
1გიორგი ჩაკვეტაძეგენტიბელგია9 000 000
2საბა კვერკველიალოკომოტივირუსეთი, მოსკოვი8 000 000
3დავით ხოჭოლავაშახტიორიუკრაინა, დონეცკი5 000 000
4-8გია გრიგალავაარსენალირუსეთი, ტულა2 500 000
4-8გიორგი ქვილითაიაგენტიბელგია2 500 000
4-8ჯიმი ტაბიძეუფარუსეთი2 500 000
4-8ზურიკო დავითაშვილირუბინირუსეთი, ყაზანი2 500 000
4-8ხვიჩა კვარაცხელიარუბინირუსეთი, ყაზანი2 500 000
9ოთარ კიტეიშვილიშტურმიავსტრია, გრაცი2 000 000
10ნიკა კვეკვესკირიტობოლიყაზახეთი, კოსტანაი1 500 000

გიორგიმდე ყველაზე ძვირადღირებული საბა კვერკველია იყო, მის ტრანსფერში მოსკოვის „ლოკომოტივმა" 10 მლნ ევრო გადაიხადა. თუმცა, ტრავმის გამო ამჟამად მისი სატრანსფერო ღირებულება დაეცა.