ექსპერტები გვირჩევენ, თუ რომელი ფერის ტანსაცმლის ჩაცმა სჯობს ახალი წლის ღამეს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - წლის მასპინძელს, ლითონის თეთრ ვირთხას თავისი პრიორიტეტები აქვს, რისი გათვალისწინებაც ზოდიაქოს თითოეული თანავარსკვლავედის წარმომადგენელს შეუძლია.
ზოდიაქოს ცეცხლის ნიშნები
ვერძებმა, ლომებმა და მშვილდოსნებმა ყურადღება ლითონზე უნდა გაამახვილონ. ცნობილია, რომ ლითონი ცეცხლში იწრთობა, უფრო მტკიცე ხდება. შეიძლება ისეთი სამოსის ჩაცმა, რომელსაც ლითონის ეფექტი ექნება, აქსესუარად კი ვერცხლის ან ოქროს სამკაულების გამოყენება.
სამი სიმბოლო, რომლებიც 2020 წელს ბედნიერებასა და იღბალს მოიტანს>>
შესანიშნავი იდეაა ბიოენერგეტიკის შენარჩუნება სახლის შესაბამისი გაფორმებით, რათა თქვენსა და საცხოვრებლის ენერგეტიკულ ნაკადებს შორის წონასწორობა და ჰარმონია დამკვიდრდეს. გამოიყენეთ გირლანდები, ნაძვის ხის მოსართავი მბრწყინავი ბურთები და სანთლები - ეს ოჯახში ბედნიერებასა და იღბალს მოიტანს.
ზოდიაქოს მიწის ნიშნები
კუროებს, ქალწულებსა და თხის რქებს ასტროლოგები ყურადღების თეთრ, როგორც ძირითად ფერზე შეჩერებას ურჩევენ. მაგრამ ტანსაცმელში უნდა ჭარბობდეს არა სუფთა თეთრი, არამედ მისი სხვადასხვა ელფერი, მაგალითად, ნაზი ატმისფერი, ბეჟი, მოვარდისფრო და სხვა. შეგიძლიათ მკვეთრი ფერიც შეიტანოთ, რომ საახალწლო განწყობა აიმაღლოთ.
სახლში კეთილდღეობის მოსაზიდად, შეგიძლიათ ის ყვავილებით მორთოთ, მათ შორის, ქოთნის ყვავილებით.
ზოდიაქოს ჰაერის ნიშნები
ტყუპებს, სასწორებსა და მერწყულებს სადღესასწაულო საღამოსთვის დეკორის ელემენტების მრავალფეროვანი არჩევანი ექნებათ. საბაზისო სამოსი ნებისმიერი შეიძლება იყოს, კაშკაშა ფერიდან დაწყებული მოკრძალებულ ან საქმიან კოსტიუმამდე. სამაგიეროდ, აქსესუარების მხრივ ფანტაზია გამოიჩინეთ. მბრწყინავი თვლები, გარდამავალი ფერები, გამჭვირვალე მოსასხამი, ყელსახვევები და სხვა.
შესაბამის სტილში შეგიძლიათ მორთოთ სახლიც. ნაძვის ხეზე გამჭვირვალე ბურთები ძალზე კრეატიული და უჩვეულო იქნება.
ზოდიაქოს წყლის ნიშნები
კირჩხიბებმა, მორიელებმა და თევზებმა აქცენტი თქვენი სტიქიის ფერებზე უნდა შეაჩეროთ: ღია ცისფრიდან მუქ ლურჯამდე. თეთრი ვირთხის განწყობა რომ მოიპოვოთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ მარგალიტის მძივი, ვერცხლის აქსესუარები საყურის ან სამაჯურის სახით.
სახლის მოსართავად ფიფქები გამოიყენეთ. ამით კოსტიუმის მორთვაც შეგიძლიათ. თოვლი ხომ წყლის ერთ-ერთი მდგომარეობაა.