ექსპერტი გვირჩევს: შეამოწმეთ ალკოჰოლის ხარისხი მარტივად

რუსი ექსპერტი საზოგადოებას სახლის პირობებში სპირტიანი სასმელების ხარისხის მარტივად შემოწმებას ასწავლის.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. სახლის პირობებში ალკოჰოლური სასმელის ხარისხის შესამოწმებლად დაასხით სასმელი სუფრის კოვზზე და მოუკიდეთ ცეცხლი, გვასწავლის რუსეთის ალკოჰოლური პოლიტიკის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაველ შაპკინი. 

ისწავლეთ შამპანურის შერჩევა: მარკირებები და მათი მნიშვნელობა

მისი თქმით, ალის ლურჯი ფერი მიანიშნებს სასმელში ეთილის სპირტის შემცველობაზე და ეს ნორმალურიცაა. ხოლო თუ ცეცხლი გამწვანდება, ასეთი სასმელის დალევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ის შეიცავს მეთილის სპირტს (აქვს ტოქსიკური მოქმედება).

ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასურველია ალკოჰოლი ამ მეთოდით მის მიღებამდე შემოწმდეს, რადგან ნასვამ მდგომარეობაში ცეცხლით ცდების ჩატარება სახიფათოა.