თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. შუახევის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად ორი სახლი მთლიანად, მესამე კი ნაწილობრივ დაიწვა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა ბარათაულის თემის სოფელ ვანში დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლები ერთმანეთთან ახლოს იყო, ამიტომ ცეცხლი გვერდით მდებარე შენობებზე მალევე გავრცელდა.
გურიაში, სოფელ მამათთან ხანძარია>>
ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.