ყვითელი ამბები

ნინა სუბლატი სრულიად შიშველი პოზირებს – შეუდარებელი მომღერლის სკანდალური ფოტოსესია

ნინა სუბლატმა წარმატებას საკუთარი ნიჭითა და უცხო გარეგნობით მიაღწია. პოპულარული მომღერალი „ევროვიზია 2015“-ის გამოჩენილი მონაწილეა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიმარჯვა, მან უამრავი ადამიანის გული დაიპყრო. ნახეთ ულამაზესი მომღერლის უახლესი ცეცხლოვანი ფოტოსურათები.
Sputnik

ნინა სუბლატი ერთ-ერთი პოპულარული მუსიკალური კონკურსის ფინალში გადავიდა. მისი განთქმული იმიჯი და შესრულების მანერა ევროპელმა მსმენელმა დააფასა, მაგრამ გასამარჯვებლად ქულები დააკლდა. კონკურსზე გამოსულმა ნინამ მებრძოლი ქალის სახე წარადგინა. სიმღერა დამოუკიდებლად შექმნა და ბევრი ადამიანის გული დაიპყრო. მანამდე ის „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი ემოციური შემსრულებელი აღმოჩნდა. განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და არტისტიზმით დაჯილდოებული მომღერალი სოლო კარიერას ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს თაყვანისმცემელს ახალი სიმღერებით არ ანებივრებს, მუსიკის წერას განაგრძობს. ამის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში წერს და კომპოზიციის შექმნის ვიდეოებს აქიურად აქვეყნებს.

ნინა სულაბერიძე (სუბლატი) თანამედროვეობის გამორჩეული შემსრულებელია. გარდა ამისა, განსაკუთრებული გარეგნობა აქვს და ერთი ნახვით ყველას აღტაცებას იწვევს. ახლახან კიდევ ერთი ემოციური ფოტო გამოაქვეყნა და ფოტოსესია მოიწყო. ტელეეკრანებზე აღარ ჩანს, მაგრამ სოციალურ ქსელში, კერძოდ, Instagran-ზე დიდი აქტიურობით გამოირჩევა. მისი „ფოლოვერების“ რაოდენობა 55 ათასს აჭარბებს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ ბევრია. ნინა სუბლატზე უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა და ვრცელდება. მიუხედავად გამაღიზიანებელი ტყუილებისა, ნინა კამერებთან სიფრთხილითა და დაფიქრებული პასუხებით გამოირჩევა. მისი მშვიდი საუბარი შთაბეჭდილებების ქვეშ დაგტოვებთ.

როგორ ჩანს, უახლეს ფოტოზე ნინა სუბლატს მხოლოდ ბიუსტჰალტერი აცვია. ეს მისმა ხელმომწერებმაც შეამჩნიეს. კომენტარებს შორის უცხოელი მეგობრებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც ნინას ახალი იმიჯი დადებითად შეაფასეს და სიყვარულშიც კი გამოუტყდნენ. ქართველ გულშემატკივრებს ახალგაზრდა შემსრულებლის თამამი ნაბიჯი მოსწონთ და ასე ეხმაურებიან: „იდეალური ხარ!“, „ჩემს გონებაში შემოიჭერი“, „აუ, ნინა რა ცხელი გოგო ხარ!“ მომღერალი მოტივაციის ძიებაში ახალი გამოწვევების წინაშე დგას და ამის შესახებ პირად გვერდზე ჰყვება. რამდენიმე თვის წინ მან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს სახლის კარი გაუღო და საკუთარი მუზის შესახებ ესაუბრა. ნინას თქმით, ახლა განსაკუთრებულ ჰარმონიაშია საკუთარ თავთან და ბუნებასთან, რადგან ქალაქგარეთ აგარაკი იყიდა.