ბერძენიშვილი: „მიშა მოდის“ გამორიცხულია
© Sputnik
„მიშა მოდის“ გამორიცხულია, იმიტომ რომ, ვიცით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ახლა მთავარი ძალაა, მაგრამ არც მას, არც რომელიმე სხვას, ერთმანეთის გარეშე არაფრის უნარი არა გვაქვს. მიშას გარეშე არაფერი გაკეთდება, მიშასთან ერთად უნდა გაკეთდეს. მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვიდეს იმ ძალით, რა ძალითაც იყო, იმიტომ რომ მერე მასთან ისეთივე საომარი გვექნება, როგორც სხვასთან“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილის თქმით, ქვეყანას სჭირდება მრავალპოლუსიანი პოლიტიკური ცენტრი, სადაც ერთმანეთთან ლაპარაკს ვისწავლით.