პრასი და მისი სასარგებლო თვისებები

პრასს ისეთი თვისებები აქვს, რომლებიც სხვა ბოსტნეულ კულტურებს არ ახასიათებს: შენახვისას ასკორბინის მჟავის რაოდენობა მცენარის მოთეთრო ნაწილში 1,5-ჯერ და მეტჯერ იზრდება.
Sputnik

პრასი (Allium porrum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა შროშანისებრთა ოჯახისა.

სატაცურის სასარგებლო თვისებები

პრასის სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის რეგიონი. როგორც ჩანს, ის უძველეს დროშივე გავრცელდა სხვა ტერიტორიებზეც, რადგან ძველ ეგვიპტეში პრასი (პრასა) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბოსტნეულ მცენარედ მიიჩნეოდა. ის ცნობილი იყო ანტიკურ საბერძნეთსა და რომშიც. ამჟამად ის მოჰყავთ ამერიკაშიცა და ევროპაშიც. პოპულარულია განსაკუთრებით საფრანგეთსა და ინგლისში. მოჰყავთ საქართველოშიც. აქ გავრცელებული ჯიშებია კარანტანული, ბულგარული, ქუთაისური.

ხახვი და მისი სასარგებლო თვისებები

პრასის სასარგებლო თვისებები

პრასში დიდი რაოდენობითაა კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის, გოგირდის, მაგნიუმის მარილები. შეიცავს ეთერზეთებს, რომლის შემადგენლობაშიც შედის გოგირდი, ცილოვანი ნივთიერებები, ვიტამინები: ასკორბინისა და ნიკოტინის მჟავები, ტიამინი, რიბოფლავინი, კაროტინი.

პრასს ისეთი თვისებები აქვს, რომლებიც სხვა ბოსტნეულ კულტურებს არ ახასიათებს: შენახვისას ასკორბინის მჟავის რაოდენობა მცენარის მოთეთრო ნაწილში 1,5-ჯერ და მეტჯერ იზრდება.