უზბეკეთიდან საქართველოში მატარებელი იმოძრავებს

საპილოტე სატრანზიტო კონტეინერული მატარებლის ამოქმედება მულტიმოდალურ მარშრუტზე 2020 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. „უზბეკეთის რკინიგზა“ 2020 წლის გაზაფხულზე აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართულებით სატრანზიტო მატარებლებს აამოქმედებს, იუწყება „Sputnik-უზბეკეთი“ კომპანიაზე დაყრდნობით.

„ტაშკენტში შედგა აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის რკინიგზების ხელმძღვანელთა შეხვედრა, რომელიც ამ ხუთ ქვეყანას შორის საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის განვითარების ტემას მიეძღვნა“, - ნათქვამია უზბეკეთის რკინიგზის განცხადებაში.
იზრდება ელექტროენერგიის ტრანზიტი ევროპაში საქართველოს გავლით

საპილოტე სატრანზიტო კონტეინერული მატარებლის ამოქმედება მულტიმოდალურ მარშრუტზე 2020 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი.

სხდომაზე მონაწილეებმა დაადგინეს ერთიანი სატრანზიტო სატარიფო განაკვეთები და მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის პირობები, იმსჯელეს ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე. ასევე მხარეები შეთანხმდნენ საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის თაობაზე მონაწილე ქვეყნების რკინიგზების ხელმძღვანელების შემადგენლობით, რომელსაც უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტრო უხელმძღვანელებს.