საქართველოს პასპორტი ძლიერდება: ვიზებს კიდევ ორი ქვეყანა აუქმებს

საქართველო აგრძელებს უვიზო რეჟიმის დამყარებას ლათინური ამერიკის ქვეყნებთან. ამჯერად ვიზებს პარაგვაი აუქმებს
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ უვიზო რეჟიმი შემოიღო სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციასთან და ასევე პარაგვაისთან, იუწყება პირველი არხი.

აზერბაიჯანმა თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა >>

ამჯერად სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად ყველა შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურა ხორციელდება. როდის შევა ძალაში ახალი რეგულაცია, ჯერჯერობით უცნობია.

ამოქმედდება თუ არა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის უვიზო რეჟიმი - ვიდეო

სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაცია ასევე ცნობილია როგორც კრისტოფერის და ნევისის ფედერაცია. ეს სახელმწიფო კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და შედგება ორი კუნძულისგან - სენტ-კიტსისა და ნევისისგან, რომლებიც მცირე ანტილიის კუნძულებს განეკუთვნებიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რომლებიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ამა წლის 11 თვის მონაცემებს მოიცავს, პარაგვაიდან საქართველოს 22 ადამიანი ეწვია. გასულ წელს ინტერესი ოდნავ მაღალი იყო - 28 ადამიანი.

ამ პერიოდში საქართველო უფრო პოპულარული აღმოჩნდა სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციისთვის. 11 თვეში ამ სახელმწიფოდან საქართველოს ეწვია 60 ადამიანი, გასულ წელს - 88.