ყვითელი ამბები

ნინი ქარსელაძეს გრძნობები მოეძალა - ნახეთ რას აქვეყნებს მომღერალი - ფოტო

ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მის მიერ დაწერილ სტატუსებს საზოგადოება აქტიურად განიხილავს
Sputnik

მომღერალ ნინი ქარსელაძეს საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. ახლა ნინი უკვე იმ ასაკშია, როდესაც ყველა მისი პირადი ცხოვრებითაა დაინტერესებული. დიდი ხანია ნინის გვერდით საპირისპირო სქესის წარმომადგენელი არ დაუფიქსირებიათ. წლების წინ ნინიმ თავად ისაუბრა სერიოზულ გრძნობაზე, რომელიც იმედგაცრუებით დასრულდა, იმის შემდეგ კი დუმს.

Instagrma-ის „სთორიში“ ნინიმ ცოტა ხნის წინ სიყვარულზე ფრაზები გამოაქვეყნა. მომღერალი სავარაუდოდ, შეყვარებულია, თუმცა ვისზე, ჯერჯერობით უცნობია. მომღერლის ოჯახს მძიმე პერიოდი უდგას, მისი დედა, საზოგადოებისთვის ცნობილი ხათუნა ჟორდანია ფილტვის სიმსივნეს ებრძვის და მას აქტიურად უდგას გვერდში ნინი, რომელიც დედას ერთი წუთითაც არ სცილდება და საზღვარგარეთ სამკურნალოდაც დაყვება.

ცოტა ხნის წინ ნინიმ კიდევ ერთი ტრაგედია გადაიტანა. მას მამა - თეკუჩა ქარსელაძე გარდაეცვალა. Instagram-ზე ნინი ქარსელაძე მამაზე სულ უფრო ხშირად წერს. გულისტკივილსა და მწუხარებას მეგობრებს უზიარებს და მათი თანადგომით ძლიერდება. რამდენიმე დღის წინ მამის ფოტო კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და გულის ამაჩუყებელი სიტყვები დაურთო: „მამა, გთხოვ, ღმერთს უთხარი, უმამოდ დარჩენილი გოგოები უფრო მეტად უყვარდეს...“.

ნინის და თეიმურაზ (თეკუჩა) ქარსელაძეებს ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ. ნინი მამას ტყუპისცალს უწოდებს. სხვადასხვა ინტერვიუებში მომღერალი ხშირად იხსენებს ბავშვობაში მამასთან გატარებულ ლამაზ დღეებს, მამის უშუალო და თბილ ხასიათს. ნინი ქარსელაძე საზოგადოებამ პატარა ასაკიდან გაიცნო, მაშინ, როცა ჯგუფ „ქუჩის ბიჭებთან" ერთად კლიპი ჩაწერა.