ჩაანაცვლებს თუ არა ნიკა მელიას ბადრი ბასიშილი: კომიტეტი ხვალ იმსჯელებს

პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა. მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარი საქართველოს პარლამენტის 150-დან 88 დეპუტატმა დაუჭირა
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს ორშაბათს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბადრი ბასიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას ჩაანაცვლებს.  საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილია.

ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბადრი ბასიშვილი კენჭს  გორის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატთან, თენგიზ ხუბულურთან დამარცხდა.

პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა.  მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარი საქართველოს პარლამენტის 150-დან 88 დეპუტატმა დაუჭირა.

საკითხი კენჭისყრაზე მას შემდეგ დადგა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო 2011 წელს „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეში. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ბანკი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ოპოზიციის დაფინანსების მთავარი წყარო იყო.

სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებასა და ქონების დამალვაში მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით. სასამართლომ მას 25 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაავალდებულა. ამასთან ერთად ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.