ადამიანი ფოტოაპარატით. ანდრეი სტენინის ხსოვნას

Sputnik

ფოტოჟურნალიტს ანდრეი სტენინს 22 დეკემბერს 39 წელი შეუსრულდებოდა. მან კარიერა დაიწყო, როგორც რეპორტიორმა, თუმცა მოგვიანებით არჩევანი სამხედრო კორესპონდენტობაზე შეაჩერა და მალე დაიწყო საგანგებო მოვლენების, მასობრივი არეულობებისა და კონფლიქტების გადაღება.

2014 წლის 5 აგვისტოდან ანდრეი სტენინი, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში მივლინებით იმყოფებოდა, კავშირზე აღარ გამოსულა. წყაროების ინფორმაციით, შესაძლო იყიო ის უკრაინელმა ძალოვნებმა დააკავეს, თუმცა კიევი ამას არ ადასტურებდა.

ფოტოკორესპონდენტის მხარდამჭერი აქციები მთელ მსოფლიოში იმართებოდა. ბევრ ქვეყანაში აქციების მონაწილეები მის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ, მსოფლიოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პროფესიული საზოგადოებები ფოტოკორესპონდენტთან დაკავშირებით სიტყვით გამოდიოდნენ. მალე ცნობილი გახდა, რომ ანდრეი სტენინი დაღუპული იყო.

ფოტოჟურნალისტი გარდაიცვალა ექვს აგვისტოს 33 წლის ასაკში ქალაქ სნეჟნოეში, როდესაც უკრაინელი ძალოვნების მიერ გახსნილ ცეცხლში მოყვა. ის სარედაქციო დავალებაზე მიდიოდა ავტომობილი რენო ლოგანით. ავტომობილი მაგისტრალზევე დაცხრილეს.

სიმამაცისა და გმირობისათვის, რაც პროფესიული ვალდებულების შესრულებისას გამოიჩინა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ის სიმამაცის ორდენით დააჯილდოვეს.

1 / 10
ანდრეი სტენინი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ პეჩორაში
2 / 10
2003 წლიდან კორესპონდენტად მუშაობდა გაზეთში
3 / 10
2008 წელს გახდა პროფესიონალი ფოტოგრაფი, 2009 წლიდან მუშაობა დაიწყო რია ნოვოსტიში
4 / 10
კაიროში ერთ-ერთი პირველი მივლინების შემდეგ ანდრეიმ გადაწყვიტა, თავი ცხელ წერტილებში მუშაობისათვის მიეძღვნა
5 / 10
სხვა არაფრის გადაღება არ სურდა მას
6 / 10
როგორც მისი კოლეგები აღნიშნავენ, სტენინს ექსკლუზივზე ყნოსვა ქონდა
7 / 10
ანდრეის, საკუთარი საქმის მსგავსად, ძალიან უყვარდა მოტოციკლები
8 / 10
სტენინს არ შეეძლო ერთ ადგილზე ჯფომა. სირია, ღაზას სექტორი, ეგვიტპე, ლიბია, თურქეთი, უკრაინა - ის იყო იქ, სადაც ისტორია იწერებოდა
9 / 10
მისი კადრებს იყენებდა მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები
10 / 10
კოლეგები იხსენებდნენ, რომ ანდრეი მუდამ გაწონასწორებული იყო. თუმცა ერთ-ერთ მის ტექსტში იყო ფრაზა: „მე ვიღიმოდი რაც შეიძლება ფართოდ, რომ არავის შეემჩნია, რამდენად მეშინოდა“