ყაჩაღობა ზუგდიდში - სუპერმარკეტის მოლარეს მამაკაცი თავს დაესხა

გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში სავარაუდოდ ცივი იარაღით შეიარაღებული პირი შეიჭრა და 300 ლარამდე თანხა მუქარით წაართვა მოლარეს.
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ზუგდიდის ცენტრში სასურსათო მაღაზიაში ერთ პირი მოლარეს თავს დაესხა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით შეიარაღებული პირი შეიჭრა და 300 ლარამდე თანხა მუქარით წაართვა მოლარეს.

დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო და ოპერატიულ ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.