ყვითელი ამბები

„მსოფლიოს მერვე საოცრება ხარ!“- ვინ არის კაცი, რომელიც ვაშალომიძის ცხოვრებაში გააქტიურდა

ფოტომოდელობით ცნობილი თამო ვაშალომიძე ბოლო პერიოდის მანძილზე აღარ აქტიურობს. მისი უახლესი ფოტოები სოციალურ ქსელში აღარ ვრცელდება. მიუხედავად ამისა, მის გვერდზე მამაკაცები აქტიურობენ და არ ნებდებიან. ვინ შეადარა მერვე საოცრებას ცნობილი ფოტომოდელი?
Sputnik

ყველასათვის ცნობილი თამო ვაშალომიძე საზოგადოების გაოცებას ან გაღიზიანებას არ წყვეტს. მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე არც ჟურნალებში, არც ონლაინ-პორტალებზე, და მით უმეტეს არც ტელევიზიაზე თავს აღარ იჩენს. ფოტომოდელმა სხვადასხვა ხერხით ბევრი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. ეპატაჟური, თამამი, სკანდალური და ამავდროულად საინტერესო ცხოვრებით გამორჩეული თამო ვაშალომიძე ეროტიკული ხასიათის ფოტოსესიებს არ წყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მისგან აღარაფერი უკვირს, მაინც არიან ადამიანები, რომლებსაც მისი ცხოვრება აოცებთ. ამაზე თამოს სოციალური ქსელების ხელმომწერების სიმრავლეც მეტყველებს – 101 ათასამდე "ფოლოვერი". შესაბამისად, თამოს ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა არ იკლებს.

სკანდალური თამო ვაშალომიძე ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, მაგრამ ულამაზესი ქალიშვილი საზოგადოებისთვის უცნობი და, როგორც თავად ამბობს, დაოჯახებული მამაკაცისგან ჰყავს. ფოტომოდელის პირად ურთიერთობებზე ყველა საუბრობს. საკმარისია თამო მამაკაცთან ერთად გამოჩნდეს, სოციალურ ქსელში ბუმი იწყება. მის ფოტოებს უამრავი ადამიანი ეხმაურება, მაგრამ ამ უკანასკნელმა თურქმა მამაკაცმა ფოტომოდელი მერვე საოცრებას შეადარა. ასეთი რამ თამოს ცხოვრებაში ჯერ არ დატრიალებულა. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ ვინ არის ეს მამაკაცი, თუმცა აშკარაა, რომ თამო მას არ ეხმაურება. შამ სექსუალურ კაბაში გამოწყობილმა თამომ ცეცხლოვანი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც ამ ახალგაზრდა მამაკაცის ყურადღება მიიპყრო.

საზოგადოებისთვის ცნობილი ფოტომოდელი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ლამაზი ფოტოსესიებით ანებივრებს. ქართველი ცნობადი სახის სექსუალური ხასიათის სურათებს უამრავი მოწონება აქვს. გარდა გაზიარებული ფოტოსესიებისა, Instagram-ზე ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ. თამო ვაშალომიძე ყურადღების მიქცევას მიმზიდველი ფორმებით, გამომწვევი ჩაცმულობით და ეპატაჟურობით ცდილობს. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს 40 000-მდე ნახვა, ხოლო ფოტოებს 4 000-ზე მეტი მოწონება აქვს. აღსანიშნავია, რომ ვაშალომიძე სხვადასხვა თოქ-შოუებში რეიტინგულობით გამოირჩევა და სასურველი სტუმარია.