როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა: ბოლო ინფორმაცია

ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა, რომ გუშინდელთან შედარებით მდგომარეობა დღეს არ შეცვლილა
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზეა, ამ ეტაპზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები“ - გამსახურდიას მეუღლეს გამოძიების ვერსიის არ სჯერა

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

მას უგრძელდება მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში.

„ამ დროისთვის მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა და არის სტაბილურად მძიმე. რამე ტიპის დამატებითი ჩარევა ამ ეტაპზე ისევე, როგორც გუშინ, დაგეგმილი არ არის. გამოკვლევები ჩატარებულია. ამ გამოკვლევების საფუძველზე გაწვდით ინფორმაციას, რომ რამე ტიპის ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. კვლავინდებურად მართვით სუნთქვაზეა“, – განაცხადა ექიმმა.

კვაჭაძის განმარტებით, გუშინდელთან შედარებით მდგომარეობა დღეს არ შეცვლილა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია თბილისის ცენტრში 19 დეკემბერს საღამოს დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, ცოტნეს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს, როდესაც ის სახლიდან გამოვიდა. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ცოტნეს იმდენად მძიმე ჭრილობები აქვს მიყენებული, რომ მას ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს.