როგორ დავგეგმოთ დეკემბრის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

მთვარის კალენდარი - ეს სასარგებლო რჩევების ნაკრებია, რომლებიც მთვარეზე მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს ეფუძნება. მთვარის ენერგეტიკა ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლისას იცვლება, რაც გეგმების დაწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია.
Sputnik

გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რაიმე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ

20, 21 დეკემბერი: კლებადი მთვარე სასწორის თანავარსკვლავედში არცთუ ხელსაყრელი დროა რისკების, მარტოობისა და მოწყენილობისთვის. უნდა გააკეთოთ ის, რისკენაც გული მიგიწევთ. ყველაზე მეტად გაუმართლებს მას, რომელსაც საოცნებო სამუშაო აქვს და საქმეს დიდი კმაყოფილებით აკეთებს. დანარჩენებს პოზიტივის კომპენსირება ადამიანებთან ურთიერთობებით შეუძლიათ.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

22, 23 დეკემბერი: კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. წყლის სტიქიას ზოგიერთ გაურკვეველ მომენტში სიცხადეს შეიტანს. მოგვარდება ბევრი გაურკვევლობა სიყვარულში, ხოლო ფინანსების მხრივ ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. შესაძლებელია საყიდლებზე წასვლა, საჩუქრების ყიდვა.

24, 25 დეკემბერი:კლებადი მთვარე მშვილდოსნის თანავარსკვლავედშია. ამ დღეებში ადამიანებში ემოციურობა მოიმატებს. გაუმართლებს მას, ვისაც ემოციებთან გამკლავება და მისგან პოზიტივის მიღება შეუძლია. კლებადი მთვარე არცთუ სახარბიელოდ ეწყობა მშვილდოსანს, ამიტომ საჭიროა ყურადღება, არ ღირს გარშემომყოფების პროვოცირება ნეგატივზე და ასევე, ათას წვრილმანზე ნერვიულობა.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

26, 27 დეკემბერი: 26 დეკემბერი ძალზე მნიშვნელოვანი დღეა. ესაა ახალმთვარეობა და მზის დაბნელება თხის რქის ნიშანში. ეს მოვლენა 26 დეკემბერს დეკემბრის თვის ყველაზე საშიშ დღედ აქცევს. ასტროლოგები გვირჩევენ, არ შევცვალოთ გეგმები და არავის მივცეთ ფუჭი დაპირება. 27 დეკემბერს ვითარება გაუმჯობესდება, მაგრამ საჭირო პოზიტივს არც ის მოიტანს. 2019 წლის ბოლო პარასკევის, სჯობს, საქმეებს მივუძღვნათ.

28, 29 და 30 დეკემბერი:წლის ბოლო უქმეები და ორშაბათი მზარდი მთვარის ეგიდით მერწყულის ნიშანში ჩაივლის. ეს კავშირი ადამიანებს მიანიჭებს თავდაჯერებულობას, გახსნის მათში შემოქმედებით პოტენციალს და გადაჭრის პრობლემებს. მიუძღვენით ეს დღეები საახალწლო სამზადისს, დაალაგეთ სახლი, რომ ყველა ნეგატივი განდევნოთ.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>

31 დეკემბერი: მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. სჯობს, ეს დღე სიმშვიდეში გაატაროთ. კარგი დროა დასვენების, ურთიერთობებისა და მხიარულებისთვის.