ყვითელი ამბები

„თემურ წიკლაურს შვილი ესვენა სახლში და კონცერტზე მღეროდა, ლელას მამა გარდაეცვალა...“

ლუკა სირაძე, რამდენიმე დღის წინ მეცხრე სართულიდან გადმოხტომის შედეგად მიყენებული ტრავმების გამო, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ძირითადი ვერსია თვითმკვლელობის მცდელობაა, თუმცა საქართველოს საპატრიარქო უბედურ შემთხვევას არ გამორიცხავს.
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. პროდიუსერი კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში ლუკა სირაძის ოჯახის მიმართ სამძიმარს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად ამ დიდი ტრაგედიებისა, მომღერლებს რთული პროფესია აქვთ და მაინც უწევთ სიმღერა, როცა ნამდვილად არ ემღერებათ.

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე გამომძიებელ ჩოლოიანს ბრალი წარედგინა

„ბატონ თემურ წიკლაურს შვილი ესვენა სახლში და კონცერტზე მღეროდა, ლელას მამა გარდაეცვალა და მეორე დღეს იმღერა კონცერტზე. ამით იმის თქმა მინდა უბრალოდ, რომ სიმღერა აღმოჩნდა უმძიმესი პროფესია და ამავე დროს უპასუხისმგებლესი. ანუ რეალურად შენ არ ეკუთვნი შენს თავს და მარტო შენზე არაა დამოკიდებული შენი საქმიანობა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ლუკას სული“, – წერს „მამულიჩა“.

ლუკა სირაძე, რამდენიმე დღის წინ მეცხრე სართულიდან გადმოხტომის შედეგად მიყენებული ტრავმების გამო, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ძირითადი ვერსია თვითმკვლელობის მცდელობაა, თუმცა საქართველოს საპატრიარქო უბედურ შემთხვევას არ გამორიცხავს.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ მოზარდი დაკითხა, რადგან, მათი ვერსიით, ის ღამით თავის ყოფილ „მწვანე სკოლაში" შეიპარა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტების კედლებზე წარწერები დატოვა. მოზარდის დედის განცხადებით, რომელიც დაკითხვას ესწრებოდა, ბავშვზე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით ზეწოლა განხორციელდა.

„ბიჭებო! თქვენთან მოდის კაცი და აბა თქვენ იცით, როგორ დახვდებით!“: სარალიძე ლუკა სირაძეზე

საქმის გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს ბრალი წარედგინა სსკ-ის 335 მუხლის პირველი ნაწილით („ჩვენების, განმარტების ან დასკვნის მიცემის იძულება"), რაც ითვალისწინებს ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მონაცემებით, გამომძიებელმა ჩოლოიანმა 10 დეკემბერს ლუკა სირაძე დაკითხვაზე დედასთან ერთად დაიბარა. გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა კოდექსის პრინციპებით და მოზარდისგან დანაშაულის აღიარება მოითხოვა.

უარის მიღების შემდეგ ჩოლოიანმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.