მსოფლიო დღეს

ერდოღანი კვლავ იმუქრება: თურქეთი აშშ-ს კონტრსანქციებს დაუწესებს

თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ს კიდევ ერთხელ ემუქრება საპასუხო ზომებით იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ანკარას შეზღუდვებს დაუწესებს რუსული ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენის გამო.
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი აშშ-ს კონტრსანქციებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი მისი ქვეყნის მიმართ შეზღუდვებს დააწესებს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-400-ის შესყიდვასთან დაკავშირებით. 

ერდოღანის მუქარა: თურქეთი აშშ-ში ინდიელთა გენოციდს აღიარებს

„მათი სანქციების საწინააღმდეგოდ, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი კონტრსანქციები. ჩვენ ის ხალხი არ ვართ, ვისთვისაც ხელ-ფეხის შეკვრა შეიძლება. მე გამუდმებით ვამბობ: ჩვენ ტომობრივი სახელმწიფო არ ვართ“, — განუცხადა ერდოღანმა თურქ ჟურნალისტებს მალაიზიაში ვიზიტის დროს.

„დაე, გადადგან ნაბიჯები თუნდ С-400-სთან და თუნდ F-35-თან დაკავშირებით — ჩვენ ეს საკითხები დავხურეთ. ახლა ისინი ურცხვად ამბობენ, რომ „თურქეთის ნაკადთან“ დაკავშირებით დააწესებენ სანქციებს. ეს ჩვენს ხალხზე ძალადობაა“, — დაამატა ერდოღანმა.

აშშ-ის სენატმა 2020 ფინანსური წლისთვის ფედერალური ბიუჯეტის მიღება დაასრულა, დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნა. სენატმა და კონგრესმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის თავდაცვით ბიუჯეტს 738 მლრდ დოლარის მოცულობით, რომელშიც გათვალისწინებულია სახსრები „რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებისთვის“ სხვადასხვა სფეროში, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის, რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა C-400-ის შესყიდვის საწინააღმდეგო სანქციები და უკრაინისთვის სამხედრო დახმარება.