ყვითელი ამბები

ანა ახვლედიანს ულამაზესი დედა ჰყავს – აი, ვის დაემსაგავსა მოდელი ბუნებრივი სილამაზით

პოპულარულმა მოდელმა ოჯახის წევრების სურათების გამოქვეყნება დაიწყო. ბებიის ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ რიგს ახლა მშვენიერი დედა შეუერთდა.
Sputnik

ანა ახვლედიანის სილამაზეზე კამათის სურვილი თავში არავის უჩნდება. მოდელმა საკუთარ ბუნებრიობას სინათლე მოჰფინა, აღარავის უკვირს და არავის შეაქვს ეჭვი მის ბუნებრივ სახის ნაკვთებსა და აღნაგობაში. მოდელმა დედის ფოტო გამოაქვეყნა და დაბადების დღე მიულოცა. როგორც ჩანს, ქალბატონს ანა ადრეულ ასაკში შეეძინა, ისევე, როგორც ანას თავისი ულამაზესი ქალიშვილი. ანა ახვლედიანის პატარა ოჯახი უზარმაზარ ყურადღებას იქცევს. ქართველი მოდელები ანა ახვლედიანი და გიგი ბერაია წყვილია, რომელმაც საზოგადოებას განსაკუთრებული სილამაზითა და დახვეწილობით დაამახსოვრა თავი.

23 წლის სუპერმოდელის ბუნებრივი სილამაზე არავის ტოვებს გულგრილს. 2014 წელს ანა Dolce&Gabanna კასტინგზე 500 გოგონადან ამოარჩიეს. გოგონა თანამშრომლობდა მოდის ისეთ გამოცემებთან და სააგენტოებთან, როგორებიცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management. გიგი ბერაიაც არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა სამოდელო ბიზნესში. მას ხშირად შეამჩნევთ HELLO Magazine Georgia-ს გარეკანსა თუ ფურცლებზე. მათი მსგავსება იმდენად დიდია, წყვილს და-ძმას ხშირად ამსგავსებენ.

ანა ახვლედიანმა ულამაზეს და შეუდარებელ დედას დაბადების დღე თბილი სიტყვებით მიულოცა. ტექსტის ბოლოს რომ არ დაერთო სიტყვები "დედა, მიყვარხარ!", უამრავი ადამიანი კომენტარებში წერს, რომ მისი და ეგონათ. "როგორი ახალგაზრდა დედა გყავთ", "აი, თურმე ასეთი ლამაზი ვის ჰგავხართ...", "ბელა ჰადიდს ჰგავს" – წერენ აღფრთოვანებული ფანები.