პუტინი ჩეჩნეთის გავლით საქართველოში მომავალ გზაზე: მისი მშენებლობა მიზანშეწონილია

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან ჩეჩნეთის გავლით საქართველოსკენ მიმავალი გზის მშენებლობა მიზანშეწონილია.
Sputnik

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში ახლა არ შედის რუსეთიდან ჩეჩნეთის ტერიტორიის გავლით საქართველოსკენ გზის მშენებლობა. ამის შესახებ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ მისი მშენებლობა მიზანშეწონილია.