თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ხუთი ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაღუპა სროლის შედეგად მოსკოვის ცენტრში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, იუწყება РИА Новости რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ინციდენტი დიდი ლუბიანკის ქუჩაზე მოხდა. ამ დროისათვის თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია. ბოროტმოქმედის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
სროლის შედეგად უკიდურესად მძიმედ არის დაჭრილი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.