სროლა მოსკოვში - არიან დაშავებულები

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან კუზნეცკის ხიდთან ახლოს რამდენიმე ადამიანი დაშავდა
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვის ცენტრში უცნობმა პირმა გახსნა ცეცხლი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, იუწყება РИА Новости.

ინციდენტის შედეგად კუზნეცკის ხიდზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ამ დროისათვის თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია, განაცხადეს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში. ბოროტმოქმედის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

დიდი ლუბიანკის ქუჩა გადაკეტილია.