ყვითელი ამბები

„ჩემი სიკეთე“ – ნინი გოგიჩაიშვილმა გარდაცვლილი მამის გულის ამაჩუყებელი სურათი გამოაქვეყნა

მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი მამის გარდაცვალების შემდეგ მის ფოტოს აქვეყნებს. ნახეთ გიორგი გოგიჩაიშვილის ემოციური სურათი, რომელიც ოჯახს თაყვანისმცემელმა წლების შემდეგ გამოუგზავნა.
Sputnik

პოპულარულ ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ გიორგი გოგიჩაიშვილის ორგანიზმმა სენს ვერ გაუძლო. მისმა გარდაცვალებამ გული მთელ ქვეყანას დასწყვიტა. მსახიობის კეთილი როლები, ბავშვების უკიდეგანო სიყვარული და გულახდილი ღიმილი ყველას კარგად დაამახსოვრდა. მისი უბოროტო და ყველას მიმართ ყურადღებიანი ხასიათი ბევრისთვის მაგალითად იქცა. გოგიჩას ადამიანები არასდროს დაივიწყებენ, რადგან ის ბავშვობის უდარდელ წლებთანაა დაკავშირებული.

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი ივლისში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვილს, ბავ­შვე­ბის­თვის, მისი პა­ტა­რა მა­ყუ­რებ­ლის­თვის კი უბ­რა­ლოდ გო­გი­ჩას 49 წლის ასაკ­ში გან­საც­დე­ლის პე­რი­ო­დი და­უდ­გა. ჯერ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე გა­და­ცე­მა „ყო­ჩა­ღე­ბის ქუჩა“ და­უ­ხუ­რეს, შემ­დეგ კი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ჩე­ნილ მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა დას­ჭირ­და. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი უცხო­ეთ­ში, სტამ­ბუ­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და. ეს ავად­მყო­ფო­ბა მისი ოჯა­ხის­თვის მოწ­მენ­დილ ცაზე მე­ხის გა­ვარ­დნა­სა­ვით იყო. მკურნალობის შემდეგ ერთი პერიოდი მსახიობი თავს კარგადაც გრძნობდა, თუმცა ბოლო თვეები მდგომარეობა გაუარესდა და ის გარდაიცვალა.

ფოტოები დებმა საკუთარ გვერდზე ატვირთეს. ნინი გოგიჩაიშვილს „გოგიჩას“ თაყვანისმცემელმა გაუგზავნა ახალგაზრდობაში გადაღებული სურათი, ხოლო ნანუკამ მამასთან ერთად გადაღებული ბავშვობის კადრი გამოაქვეყნა. „მთელი ცხოვრება ხელჩაკიდებულები, მე და მა“ – წერს ნანუკა. გულის ამაჩუყებელი ფოტოები გულგრილს არავის დატოვებს, გიორგი გოგიჩაიშვილი მთელ საქართველოს უყვარს.