თამრიკო ჭოხონელიძემ გარდაცვლილ მოზარდს სიმღერა მიუძღვნა – ემოციური ვიდეო

ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ ცნობილი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე სტუმრად იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილ 15 წლის ლუკა სირაძეს ემოციური სიმღერა მიუძღვნა.
Sputnik

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც ერთი კვირის წინ თვითმკვლელობა სცადა და ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, სამშაბათს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.