თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს,
იუწყებასაზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა თბილისში, ვერაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მას გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. უგონო მდგომარეობაში მყოფი გამსახურდია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.