თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. უდმურტელმა 19 წლის ახალგაზრდა ქალმა საყვარელთან იჩხუბა, რის შემდეგაც მის ტანსაცმელს კარადაში ცეცხლი წაუკიდა და ფოტოები Instagram-ით გადაუგზავნა, იუწყება უდმურტეთის პროკურატურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ამ გზით სურდა უკან დაებრუნებინა გაბრაზებული მამაკაცი.
გამოძიებით დადგინდა, რომ საცხოვრებელი ბინა, რომელშიც ქალმა ხანძარი მოაწყო, მის საყვარელს ეკუთვნოდა.
ტანსაცმლისთვის ცეცხლის წაკიდების შემდეგ, ქალმა იქაურობა ისე დატოვა, რომ მის ჩაქრობაზე არ უზრუნია. სახანძრო ბრიგადა მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებმაც ცეცხლი დროულად ჩააქრეს. მიყენებულმა ზარალმა 50 ათასი რუსული რუბლი (დაახლოებით 800 აშშ დოლარი) შეადგინა.
ახლა ქალს სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისა და განადგურებისთვის ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.