„მთელი საქართველო და თბილისი ჩემი უბანია“ – სოციალურ ქსელში ლუკა სირაძის ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში 15 წლის ლუკა სირაძის ვიდეო ვრცელდება, რომელიც, სავარაუდოდ, სკოლაშია გადაღებული და სადაც ის მასწავლებელს ესაუბრება.
Sputnik

ვიდეოში ლუკა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა და ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, ამბობს, რომ დიღმელია, თუმცა მთელი საქართველო და თბილისი მისი უბანია. ლუკა სირაძე იაშვილის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.