ახალგაზრდები კვლავ ქუჩაში არიან: საქართველოში მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტს აპროტესტებენ

მომტინგეები მოითხოვენ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების უფროსის და მისი მოადგილის, ასევე შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და მისი მოადგილეების პასუხისგებაში მიცემას. აგრეთვე ისმის ბრალდებები „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციის მისამართითაც.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. თბილისში „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლის, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის ფაქტს აპროტესტებენ.

ლუკა სირაძე სუიციდის მცდელობის შემდეგ გუშინ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ინციდენტს ბავშვის პოლიციაში დაკითხვა უძღოდა წინ. გამოძიების ვერსიით, ის ღამით თავის ყოფილ „მწვანე სკოლაში" შეიპარა და სამასწავლებლო და სხვა კაბინეტებში უხამსი შინაარსის წარწერები დატოვა. მოზარდის დედის განცხადებით, რომელიც დაკითხვას ესწრებოდა, მასზე, აღიარებითი ჩვენების მისაღებად, ზეწოლა განახორციელეს. 

ახალგაზრდები კვლავ ქუჩაში არიან: საქართველოში მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტს აპროტესტებენ

ამჟამად დედაქალაქში ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობით მიემართებიან. დროგამოშვებით პოლიციასთან დაპირისპირება ხდება. საპროტესტო აქცია პარალელურად კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს შენობასთან მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლებმა საზეიმო წარწერას „ისტორიებით სავსე ქალაქი“ შავი ნაჭერი შემოახვიეს და მასზე წითელი საღებავით ხელის ანაბეჭდები დატოვეს. მომიტინგეთა თქმით, ახლა თბილისი სრულიად არ შეესაბამება თავის დევიზს „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, ხოლო სისტემას „სისხლის სუნი უდის“. რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს საახალწლო სამზადისი. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ თბილისის მერს საზეიმო ღონისძიებების გადადოს. აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირებს სიმბოლურად შავი ლენტები გააკრეს.

ახალგაზრდები კვლავ ქუჩაში არიან: საქართველოში მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტს აპროტესტებენ

აქციების ორგანიზატორები არიან სტუდენტები, ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობები „სირცხვილია“, „გაბედე“ და „შეცვალე“. ისინი მიოთხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებმაც მოზარდს თვითმკველობისკენ უბიძგეს. აქციების სლოგანია „სისტემა უნდა დაინგრეს“.

ახალგაზრდები კვლავ ქუჩაში არიან: საქართველოში მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტს აპროტესტებენ

ამჟამად დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩალოიანი, რომელსაც ჩვენების მიცემის იძულება ედება ბრალად. მას ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მომტინგეები მოითხოვენ ამავე განყოფილების უფროსის და მისი მოადგილის, ასევე შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და მისი მოადგილეების პასუხისგებაში მიცემას. აგრეთვე ისმის ბრალდებები „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციის მისამართითაც.

საპროტესტო აქციები გუშინ და დღეს გაიმართა თბილისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. ზოგჯერ ადგილი ჰქონდა პოლიციასთან შეტაკებებსაც. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს სახელმწიფო დაწესებულებებისა და მიმდებარე ტერიტორიებზე შენობების კედლებზე წარწერების საშუალებას არ აძლევდნენ. ახალგაზრდობამ მაინც გაიტანა თავისი. ლუკა სირაძის ერთ-ერთ წარწერას „ამ ცხოვრების დედაც" ახლა ქალაქებში სხვადასხვა ადგილას წააწყდებით.

„სწავლის საფასურის გადახდა ვეღარ შეძლო...“ – ლუკა სირაძეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი>>

მოზარდის დაღუპვის შესახებ ინფორმაციამ სოციალური ქსელები „ააფეთქა". ბევრმა მომხმარებელმა ზემოთ ნახსენები წარწერა თავის ავატარად გამოიყენა.