კახეთში 84 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს

ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, მათი თანასოფლელი, რომელმაც საქონელი გაყიდა, ჯერ გაქურდეს და შემდეგ მოკლეს
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. კახეთში 84 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა სოფელ კასრისწყალში მოხდა.

ადგილობრივების განცხადებით, მოხუცმა რამდენიმე დღის წინ საქონელი გაყიდა, რომელიც შირაქის ველზე ჰყავდა. მას შემდეგ იგი არავის უნახავს, ამიტომაც თანასოფლელებმა პოლიციას მიმართეს.

პოლიციამ მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. სავარაუდოდ, მამაკაცი გაქურდეს და მოკლეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.