საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ქართველი სეისმოლოგების განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოხუმიდან 38 კილომეტრში, სოფელ ცუმურთან დაფიქსირდა
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 3,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:25 საათზე, სოხუმიდან 38 კილომეტრში და სოფელ ცუმურიდან 21 კილომეტრში დაფიქსირდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.